სომხური ოპოზიცია პარლამენტის ძალით დაკავებას აპირებს

somxetis-parlდღეს სომხეთის პარლამენტის სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრაქცია “მემკვიდრეობადან” ზარუი პოსტანჯიანმა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის სპიკერმა გალუსტ სააკიანმა უარი თქვა მის მიერ ინიცირებული რიგი საკითხების განსახილველად მიღებაზე, სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტს ძალით დაიკავებს.

“პარლამენტი უნდა დაიშალოს. და საერთოდ, ხალხის ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს, არა მხოლოდ პარლამენტის დათხოვნაზე, არამედ, პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებითაც. ყველა მათგანი მსჯავრდებულის სკამზე უნდა დასხდეს და დააბრუნონ ყველაფერი, რაც ხალხს წაართვეს. ცხადია, დეპუტატები ყველაფერს უცებ ვერ გადაწყვეტენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ბრძოლოს შემდგომი ეტაპი პარლამენტის და პრეზიდენტის სასახლის დაპყრობა იქნება” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – აზერბაიჯანული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშივინ შეცვლა ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია
შემდეგი სტატიანაზარბაევმა საკუთარი ქალიშვილი მთავრობიდან დაითხოვა