სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ადგილობრივი დროით 20.00 საათზე ყველა 2010 საარჩევნო უბანი დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემებით, სომხეთში 2 592 486 ამომრჩეველია. 17.00 საათის მონაცემებით, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 39,54%-მა დააფიქსირა.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მას 22 საზოგადოებრივი ორგანიზაციადან 17 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს, იყვნენ, ასევე, უცხოელი დამკვირვებლები, მათ შორის, ეუთო, დსთ, დსთ-ს პარლამენტთაშორისო ასამბლეა, ეუთოს პარლამენტთაშორისო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი და სხვა. დარეგისტრირებული იყო 70 ადგილობრივი და 30 უცხოური მედია – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთს ბრიტანეთში ორ რეზონანსულ გარდაცვალებასთან აკავშირებენ
შემდეგი სტატიაპარიზი ტრამპს მოუწოდებს მის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს