სომხეთში არჩევნებზე ამომრჩევლების 60% გამოცხადდა

როგორც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან მუკუჩიანმა განაცხადა, კვირას სომხეთში გამართულ არჩევნებზე ამომრჩევლების 60% გამოცხადდა, რაც 1 574 947 ადამიანია – რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.

კვირას სომხეთში ახალი პარლამენტის არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში მმართველი პრორუსული პატია იმარჯვებს – “დოიჩე ველე” წერს.
მანამდე გავრცელდა, რომ სომხეთში მიმდინარე არჩევნებში სამოქალაქო აქტივისტებმა ასობით დარღვევა დააფიქსირეს, აქედან დაახლოებით ასი დაკავშირებული იყო თითების ანაბეჭდის რეგისტრაციასთან, 150 შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცედურა დაირღვა და დაახლოებით 40 შემთხვევაში – ამომრჩევლის უფლებები, შენიშნულია ათობით ჩაყრილი ბიულეტენი.
არჩევნებში 5 პარტია და 4 ბლოკი იღებს მონაწილეობას.

მანამდე “თაიმერმა” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ საარჩევნო უბნების ელექტრონულმა სისტემამ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის თითების ანაბეჭდი ვერ ამოიცნო. ელექტრონულმა მოწყობილობამ, რომელიც სპეციალურად დამონტაჟდა დღევანდელი არჩევნებისთვის, სარგსიანის თითების ანაბეჭდი ვერ დაარეგისტრირა. პროცედურის განმეორება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, სარგსიანი იძულებული გახდა, კომისიისთვის, ბიულეტების მისაღებად პასპორტი მიეცა. მისი მოძებმა პასპორტითაც გაჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტმა ხმის მიცემა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტში ქვეყნდება რუსეთის სამხედრო ქალაქების ფოტოები გალსა და ოჩამჩირეში
შემდეგი სტატია4.000 ლარიანი ხელფასი ივანიშვილის და ბესელიას ნათესავებისთვის – ფული არაფრის კეთებაში