4.000 ლარიანი ხელფასი ივანიშვილის და ბესელიას ნათესავებისთვის – ფული არაფრის კეთებაში

წყალმომარაგების სამსახურის ყოფილმა მაღალიჩინოსანმა, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს, რუსთავი 2-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. პოსკრიპტუმში გასულ სიუჟეტში იგი ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის ახლო მეგობარს თვეში 4 000 ლარი აქვს ხელფასი, სამსახურში სიარულით კი თავს არ იწუხებს.

ეს მაშინ, როდესაც იმავე კომპანიის სხვა თანამშრომლები მიზერულ ხელფასზე აკეთებენ უამრავ საქმეს. უკმაყოფილების განცდას ისიც ამძაფრებს, რომ გავლენიანი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს ფაქტობრივად არაფრის კეთებაში მაღალი ხელფასები აქვთ.
ფული არაფრის კეთებაში – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, “პოსტსკრიპტუმთან” ისაუბრა, თუ როგორ ასაქმებენ, გავლენიანი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს სახელმწიფო კომპანიაში და უხდიან მაღალ ხელფასს.
ადამიანი, რომელმაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში რამდენიმე წელი მაღალ თანამდებობაზე იმუშავა, იმ ადამიანებს ასახელებს.
ჩამონათვალში ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, შოთა გეწაძის ახლობლები და ოჯახის წევრები არიან.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მაღალჩინოსანი სიუჟეტში ჰყვება, რომ მაღალანაზღაურებადი პოსტი მათ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ახლო მეგობრისთვისაც მოიძებნა, რომელიც თვეში 4000 ლარს მხოლოდ ხელფასს იღებს და სამსახურში საერთოდ არ დადის.
რესპოდენტის თქმით, ხალხი ვინც 24 საათი წყალმომარაგების სისტემის მუშაობაზე ზრუნავს, ზემოხსენებულ პირებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა პოსტსკრიტუმს დაუდასტურა, რომ ბესელიაც დაც, შოთაძის ძმის ცოლიც და მოსამართლე გეწაძის ცოლიც მათი თანამშრომლები არიან.
კომპანიაში გავლენიანი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების დასაქმება და მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა ხდება იმ ფონზე, როდესაც ეს სახელმწიფო კომპანია წამგებიანია და ყოველწიურად მისი ზარალი მილიონობით ლარია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაც მოწმობს.
პროკურატურა კი არ იძიებს, თუ რაში იხარჯება რეგიონებში ხალხის მიერ მოხმარებული წყლისთვის გადახდილი ფული.

banner
წინა სტატიაშისომხეთში არჩევნებზე ამომრჩევლების 60% გამოცხადდა
შემდეგი სტატიაამ წუთებში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლების აიღება მიმდინარეობს