სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა.

დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება