„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ ხალხის არჩეულ პარლამენტს.

“როდესაც პარლამენტმა დაიწყო განხილვა, რომ დაემტკიცებინათ მორიგი მთავრობა, ლარის კურსი იყო 2.53, დღეს კურსი 2.80-ს გადაცდა. ესაა უზარმაზარი ვარდნა ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში. ეკონომიკური გუნდის მინისტრები მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. მათ უარი თქვეს, ხალხს ჩააბარო ანგარიში. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მოვიდნენ და ხალხს აუხსნან რაშია საქმე, როდის შეიძლება ეს გაჩერდეს. ქუმსიშვილის ვკითხე, ლარის რა კურსზე გადადგება ის ფინანსთა მინისტრობიდან და პასუხი არ გამცა. დღესაც იგივეს გავიმეორებ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხალხის გაღარიბება?“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური : ვფიქრობ, ეკონომიკურმა გუნდმა ყველა კითხვას უპასუხა
შემდეგი სტატიასომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო