მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება

მაია რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება. სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ სასამართლოზე 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, რჩეულიშვილის წინასწარი პოატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მაია რჩეულიშვილს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე და გულის იშემიური დაავადება აქვს და სასამართლოსთვის წარსადგენ დოკუმენტაციაში ყველა ექიმი ხელს აწერს იმას, რომ რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაიზიარა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატია“ენერგო პრო:” ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არ იქონიებს