სომხეთის საელჩო : სიცრუეა, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ

სომხეთის საელჩო საქართველოში დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, რომ თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. 

საელჩო აცხადებს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოში საქართველოს შეიარაღებული ძალების ტექნიკა გადაადგილდება, საქართველოსვე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

“ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის მიხედვით ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკა შეიძლება აზერბაიჯანში გადაიტანონ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალებისაა, გადაადგილება კი საქართველოს უსაფრთოხების საკითხებს უკავშირდებოდა.

საელჩო მოგიწოდებთ, არ გაავრცელოთ არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც პანიკის შექმნა და არასასურველი შედეგების გამოწვევა შეუძლია”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაქუთაისის კოვიდცენტრი კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა