ქუთაისის კოვიდცენტრი კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2020 21:24

ქუთაისის კოვიდცენტრი კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს.

დღის განმავლობაში ბინაზე ოთხი ბავშვი და რვა მოზრდილი გაეწერა, ხოლო ერთი მელოგინე ჩვილით და ერთი ზრდასრული პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდნენ.

კოვიდცენტრში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით ამ დროისათვის 67 პაციენტი რჩება, აქედან შვიდი ბავშვია, ხოლო ხუთი ორსული.

„კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე დადასტურებული „კოვიდ-19“-ით ცენტრმა 160 პაციენტი მიიღო. კოვიდდადებითი პაციენტებიდან ჩვენი მედიკოსების ძალისხმევის შედეგად, 70-მდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

გამომდინარე იქედან, რომ კლინიკა „ბომონდი“ არის მესამე დონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი და კლინიკას ნებისმიერი სირთულის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია, ჩვენს კოვიდცენტრში არიან მოთავსებული პაციენტები, განსაკუთრებით ხანდაზმულები, რომელთაც არაერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, რაც ართულებს კორონავირუსთან ბრძოლას.

აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა განსაკუთრებით მძიმე პაციენტების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კოვიდცენტრში მოთავსებული პაციენტები საკუთარ სახლებს გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდნენ“, – ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2020 21:24