ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 130 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათგან 19 მძიმე მდგომარეობაშია, 47 კი საშუალო სიმძიმისაა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1590-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა 590 პაციენტი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აგრესიისგან
შემდეგი სტატიასომხეთის საელჩო : სიცრუეა, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ