სომხეთის ექს-პრეზიდენტი ციხიდან გაანთავისუფლეს

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ციხიდან თავდებით გაანთავისუფლეს – გადაწყვეტილება ერევნის სასამართლომ 18 მაისს მიიღო. მისი თავმდები პირები არიან მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი ლიდერები ბაკო სააკიანი და არკადი გუკასიანი. მათ ერთი მილიონი დრამის ოდენობის გირაო შეიტანეს და გარანტია დადეს, რომ ქოჩარიანი სასამართლო სხდომებს თავს არ აარიდებს. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგანაც, ქოჩარიანს, თავისუფლებაზე გამოძიებისათვის ხელის შეშლა შეუძლია – “დოიჩე ველე” წერს.

ქოჩარიანის ხისტი პოლიტიკის შედეგად 2008 წლის გაფიცვებზე ერევანში 10-მდე პირი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს-კალაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ზუგდიდში ჩავიდა