საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს-კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში ,თავისუფალ გარემოში მიდმინარეობს. კალაძე ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭითურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე მივმართავ ჩევნს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ.

მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.

თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება.”-აცხადებს კახა კალაძე

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველს უცნობმა პირმა კისერში დაარტყა და გაიქცა – ინციდენტი ინგირში
შემდეგი სტატიასომხეთის ექს-პრეზიდენტი ციხიდან გაანთავისუფლეს