სომხეთი აფხაზი სეპარატისტების ხელშეწყობას განაგრძნობს

სომხეთი ხელისუფლება კვლავ განაგრძნობს, აფხაზ სეპარატისტებთან კავშირის განმტკიცებას, რომელშიც ყარაბაღის თითქოსდა დამოუკიდებელ ე.წ. რესპუბლიკა არცახს იყენებს.
2-ოდე დღის წინ  ,,თაიმერის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომელშიც აფხაზი სეპარატისტების სომხეთის გავლით ყარაბაღში იმყოფებოდნენ, ქართული მხრიდან დიდი პროტესტი არ გამოუწვევია. მიუხედავად ამისა, სეპარატისტების ვიზიტის დეტალებზე, ყარბაღის დედაქალაქად წოდებულ სტეპანაკერტში, მოგვიანებით თავად სეპარატისტების საგერო უწყებამ გაავრცელა დეტალური ინფორმცია და მასთან ერთად ფოტომასალაც.
როგორც აფხაზი სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეტა მინისტრი დაურ კოვე და დელეგაციის სხვა წევრები, ე.წ. არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბაკო სააკიანს, პრემიერმინისტრ – არაიკ არუთუნიანს და პარლამენტის თავმჯდომარე აშოტ გულიანს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრების შედეგად ხელი მოეწერა, ე.წ. ორ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მიღებულ იქნა, სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს შეხვედრა ორ სეპარატისტულ ე.წ. რესპუბლიკას შორის, ტარდება საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სომხეთისა და რუსეთის ხელისუფლებების შეთანხმებული მოქმედებების შედეგად. რომლებიც შესაბამისად აფხაზეთსა და ყარაბაღის ტერიტორიებს აკონტროლებენ.
სომხეთი, გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, რომელისაც დიპლომატიურ დონეზე აქვს აღიარებული არცახის რესპუბლიკა. ის, სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით სრულად აკონტროლებს ყარაბაღის კონფლიქტურ რეგიონს და ე.წ. რესპუბლიკა არცახს, აქედან გამომდინარე, ამ არაღიარებული რესპუბლიკის ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს.


ასევე აღსანიშნავია, რომ აფხაზი სეპარატისტების ვიზიტი ყარაბაღში, არ გახლავთ პირველი პრეცედენტი.2016 წელს, ,,თაიმერმა,, გამოაქვეყნა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ ე.წ. არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეზე, მიწვეულნი იყვნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტთა ლიდერები… და რომ საზეიმო ღონისძიებებში მათ ე.წ. არცახის პრეზიდენტთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც მასპინძლობდა. ამ ფაქტს დიდხანს უარყოფდა სომხეთის მხარე, მაგრამ ფაქტი თავად სეპარატისტების მხრიდან გავრცელებული ფოტომასალით დადასტურდა, თუმცა ეს ამბავი ისე ჩაიფარცხა, რომ სომხეთს ახსნა განმარტებაზეც კი – თავი არ შეუწუხებია… უნდა აღინიშნოს, რომ არც ქართულ მხარის მხრიდან ყოფილა დაჟინებული მოთხოვნა.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშიგაბელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა
შემდეგი სტატიაგენერალი რომანენკო: პუტინმა გადაწყვიტა დონბასი დატოვოს