გაბელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის – გულნარა გაბელიას საფეხბურთო კლუბი შიმკენტის ,,ბიიკ კაზიგურტი,, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა.


გაბელიას ყაზახურმა კლუბმა შესარჩვევ ქვეჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებული ტურნირის პირველი მატჩში, ,,ბიიკმა,, პორტუგალიის ,,პორტუ,,ს მოუგო 2:1; მეორე შეხვედრაში, მე-15-ე წუთიდან კაცნაკლულად დარჩენილმა ,,ბიიკმა,, გაბელიას ერთადერთი გოლის წყალობით მაინც მოიგო შეხვედრა კოსოვოს ,,ჰაივალიასთან,, 1:0. მესამე გადამწყვეტ მატჩში კი – ყაზახურმა კლუბმა მასპინძელ ბუდაპეშტის ,,ემ-ტე-კა,, გაანადგურა 3:0. ამ შეხვედრაში გაბელიამ გაიტანა პირველი გოლი… მესამე გოლიც, მის მიერ ჩამოწოდებული კუთხურს მოჰყვა, რომლელიც მეტოქის მცველმა საკუთარ კარში შეაგდო და ავტოგოლად ჩაუთვალეს. ამგვარად გულნარა გაბელიას, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 3 მატჩში 2 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. შეგახსენებთ, რომ ჩემიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშებაში მერვედფინალამდე გასულ ყაზახური კლუბის ფორვარდმა გაბელიამ – 7 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილზე გავიდა.

banner
წინა სტატიაშირუსი პოლიციელი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიასომხეთი აფხაზი სეპარატისტების ხელშეწყობას განაგრძნობს