სომხეთი აფხაზ სეპარატისტებს ყარაბაღში მასპინძლობს

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ მათი დელეგაცია, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს მეთაურობით, ოფიცილური ვიზიტით ყარაბაის კონფლიქტურ რეგიონში, თვიგამოცხადებულ რესპუბლიკა არცახში იმყოფება.


გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე არიან სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო უწყების წარმომადგენლები ირაკლი ტუჟბა და ადგუურ ჭეგია.
როგორც სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო უწყების ვებგვერდი იუწყება, აფხაზური დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გეგმავენ ყარაბაის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან.
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის კონფლიქტურ რეგიონს და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკა არცახს, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით სრულად აკონტროლებს სომხეთის ხელისუფლება.აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ რეგიონში აფხაზი სეპარატისტები სომხეთის ხელისუფლების გვერდის ავლით და მათი ნების წინააღმდეგ, ვერანაირად ვერ მოხვდებოდნენ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ქლორის გაჟონვით პლაჟზე ხალხი მოიწამლა (ვიდეო)