სომალიში ტერაქტების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

სომალიში ტერაქტების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

5სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორმაგი ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა – Reuters-ი წერს.
დანაღმული ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელები ისხდნენ, გზაჯვარედინზე აფეთქდა. თითქმის იმავე დროს ამოქმედდა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორანში, რომელიც პირველი ტერაქტის ადგილითან ახლოს იყო – პოლიცია ტერორისტ-თვითმკვლელის ვერსიას არ გამორიცხავს. მიმდინარე მომენტისთვის ცნობილია მხოლოდ 30 დაღუპულის და 40 დაჭრილის შესახებ. მედიკოსების თქმით, სხეული ისეა დაზიანებული, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება “აშ-შაბაბმა” აიღო. მათი განცხადებით, მათი მიზანი პოლიციის განყოფილების აფეთქება იყო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში სულების განსადევნად ქალი ცოცხლად მოხარშეს
შემდეგი სტატია(VIDEO) ეკა ბესელია პატიმრის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს