,,სოლიდარობა ყველას, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ტერორს უწყობენ”

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი სოლიდარობა ყველა იმ ქალს თუ კაცს, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ! ეს არის წამების და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი და კიდევ უფრო მძიმე დანაშაული, რადგან განგრძობითი და დაუსრულებელი ხასიათი აქვს და დამნაშავეების დადგენა არ ან ვერ ხერხდება. სირცხვილია, რომ დღემდე არ ვიცით ვინ არიან დამნაშავეები! სირცხვილია, რომ იმ ადამიანების ნაწილმა, ვისაც უზენაესი მართლმსაჯულების განხორციელებაზე აქვთ პრეტენზია ამ ქვეყანაში, უკვე გამოიტანეს განაჩენი და დანაშაულის მსხვერპლს საკუთარი თავის წამება დააბრალეს,”- წერს ლომჯარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ეკა ბესელიას განცხადებით, ის ამას ელოდა და ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.

ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებმა“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ამის შესახებ პირველმა თქვა და შსს-ში უკვე გამოიკითხა, მიიჩნევს, რომ ეს სასამართლოს სიტემიდან ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიანომალიურმა ყინვებმა აშშ-ს პარალიზება გამოიწვია (+ფოტო)
შემდეგი სტატიახანძარი ჩაქვში – ცეცხლი სამ ჰექტარზეა გავრცელებული (+ვიდეო)