ანომალიურმა ყინვებმა აშშ-ს პარალიზება გამოიწვია (+ფოტო)

 

აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი ყინვები დაიწყო. ყველაზე დაბალი ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსი დასავლეთშია დაფიქსირებული. ყველაზე მეტად ყინავს ჩრდილოეთ დაკოტაში, ვისკონსინში, აიოვაში, მიჩიგანსა და ილინოისში. ჩიკაგოში ჰაერის ტემპერატურამ -33 გრადუსს მიაღწია. ჩრდილოეთ დაკოტაში კი -37 გრადუს ცელსიუსს.
დაკეტილია სკოლები, სახელმწიფო დაწესებულებები და მუზეუმები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არარეგულარულად მუშაობს. ყინვებისგან უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. გადატანილია 1,8 ათასი ავიარეისი.
ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, გაიზარდა ქურდობების რაოდენობა – ხალხი თბილ ტანსაცმელს იპარავს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკანადა, უცნაური სიმპტომების გამო, კუბაში საელჩოს შტატს ამცირებს
შემდეგი სტატია,,სოლიდარობა ყველას, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ტერორს უწყობენ”