სოხუმში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ქუჩები დაიტბორა[ფოტო]

სოხუმში სტიქიის შედეგად ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.ქალაქში ძლიერი წვიმა სამი საათი გრძელდებოდა და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანებულია ელექტროგადამცები სადენებიც, მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება.

სოხუმში გაჩერებული იყო მუნიციპალური ტრანსოპრტიც, დაიტბორა რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზები სოხუმში.

ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის აღსადგენად და ბაზებიდან წყლის ამოსატუმბად სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს
შემდეგი სტატიაალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება