სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

25 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან, – ამის შესახებ დღეს განცხადება თავად სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს.

გადაწყვეტილების შესახებ მათ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს მიერ დანიშნულმა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო და სოციალური მუშაკების 22 პუნქტიანი მოთხოვნიდან სრულად სამინისტრომ არც ერთი შეასრულა.

„ჩვენ გვქონდა 22 პუნქტიანი მოთხოვნა, რომლისგანაც არც ერთი შესრულებულა. გვქონდა ორი მედიაცია, ორივემ უშედეგოდ ჩაიარა, ამიტომ კანონმდებლობის შესაბამისად სამი დღით ადრე ვატყობინებთ სამინისტროს გაფიცვის შესახებ“, – განმარტა სოციალურმა მუშაკმა, თამარ წიკლაურმა.

სოციალურმა მუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ბოკუჩავასა და წულუკიანს შორის – ოპოზიციონერი დეპუტატი მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაიმედია, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთო ენა გამოიძებნება