სლოვაკეთის ახალმა პრეზიდნეტმა ფიცი დადო

სლოვაკეთში ახალი პრეზიდენტის ზუზანა ჩაპუტოვას ინაუგურაცია შედგა. ზუზანა ჩაპუტოვა – იურისტი და აქტივისტი, ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი და რიგით მეხუთე პრეზიდენტია – Associated Press-ი წერს. ჩაპუტოვა ცნობილი გახდა, როგორც ეკო აქტივისტი, რომელიც ქალაქ პეზინკში ნაგავსაყრელის დაკეტვას ითხოვდა. ის, ასევე, პარტია “პროგრესული სლოვაკეთის” ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელიც ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციების ორგანიზებას აკეთებდა. “მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ვმართო, არამედ იმიტომ ვარ, რომ ვიმსახურო”- ინაუფურაციის დროს თქვა ახალმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიIDFI-ს კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა