თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. პარტიის წარმომადგენლებმა დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

პარტიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახონ, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტია წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებასაც ითხოვს.

თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები და აქტივისტები დღევანდელი აქციისთვის სხვადასხვა რაიონებიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის ახალმა პრეზიდნეტმა ფიცი დადო
შემდეგი სტატიადავით გარეჯი ყოველთვის იყო საქართველო, ამ მხარეს ერქვა კახეთი, ეს არის კახეთი