გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამ ახალ სამთავრობო თვთმფრინავს შეიძენს

2018 წლიდან, გერმანიის ოფიციალური პირების მინიმუმ რვა შეხვედრა ჩაიშალა თვითმფრინავების ტექნიკური მდგომარეობის გამო. ამასთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში სამ ცალს А350-900 შეიძენს – 11 აპრილს უწყების პრეს-სამსახურმა გაავრცელა. სულ შესყიდვების საერთო თანხა 1,2 მილიარდი ევროა – “დოიჩე ველე” წერს.
ოფიციალური მონაცემებით, პირველი თვითმფრინავი, რომლის სიშორე 15 ათასი კილომეტრია, უწყებას 2020 წლელს გადაეცემა. დანარჩევენი – მოგვიანებით.

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი 11 აპრილს იძულებული გახდა აშშ-ში საერთაშორისო სავალურო ფონდის სხდომაზე სხვა თვითმფრინავით გამგზავრებულიყო იმის გამო, რომ კიოლნში დაფრენისას თვითმფრინავს შასის ბორბალი გაუსკდა.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთი: ჟურნალისტი და მისი საცოლე ყოფილმა სამხედრომ მოკლა
შემდეგი სტატიაიტალიაში სასამართლო დაიწყება მერზე, რომელიც 20 წლის მანძილზე მიგრანტებს ასახლებდა ქალაქში