“სკუდეტოს” აღსანიშნავ ღონისძიებებში ქართული მხარეც იქნება ჩართული – მოეწყობა ქართველი და იტალიელი ტიფოზების საზეიმო მსვლელობა, სლოგანით – ”ნაპოლიმ ერთი მატჩი ჩაატაროს საქართველოში!”

ძალიან მალე იტალიური საფეხბურთო კლუბი “ნაპოლი“ 33 წლის შემდეგ, ნანატრ მესამე “სკუდეტოსმოიპოვებს, რომელიც გუნდს მარადონას შემდეგ, არ მოუგია. ამაში კი, დაგვეთანხმებით, უდიდესი დამსახურება, ახალგაზრდა ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. სწორედ ამიტომ, მართებული იქნება, თუსკუდეტოსაღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში, ქართული მხარეც იქნება ჩართული. ეს პროცესი უკვე დაიწყო და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა.

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან, აქტიურად აშუქებს “ნაპოლისთანდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ სპორტულ მოვლენებს და ასევე, ხშირად იმყოფება ნეაპოლში, ამ მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორია. დეტალების შესახებ, თავად, ჟურნალისტი გვესაუბრება:

ნინა მამუკაძე: ახლახანს დავბრუნდი ნეაპოლიდან, სადაც, შევხვდი თითქმის ყველა ადგილობრივი მედიამაუწყებლის წარმომადგენელს, მიწვეული ვიყავი პირდაპირ ეთერებში, სადაც, საშუალება მომეცა ვრცლად მესაუბრა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებზე, რომელიც ფეხბურთის საშუალებით, კიდევ უფრო გამყარდა და აქტიურ ფაზაში შევიდა. ასევე, გავავრცელე კონკრეტული მესიჯები და ინიციატივები. მათ შორის ერთ-ერთი იყოსკუდეტოსქართული ღვინით აღნიშვნის ინიციატივა, მაგრამ აქვე ავღნიშნავ, რომ ეს არ იყო მხოლოდ იდეა,  ჩავიტანე ქართული ღვინო, ჩვენი სამშობლოს 8000 წლოვანი კულტურა და ისტორია და სავიზიტო ბარათი, კონკრეტული მესიჯით  – „სკუდეტოს” აღვნიშნავთ ქართული ღვინით“.

როგორი იყო იტალიური მედიის რეაქცია?

ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამ იდეას ნეაპოლელი კოლეგები ასეთი აღფრთოვანებით შეხვდებოდნენ. ამ პროცესს აქციის სახე მივეცით, რაც დოკუმენტურად აღვბეჭდეთ.

სხვა ღონისძიებებს თუ გეგმავთ ადგილობრივებთან ერთად?

დიახ და ეს იქნება გრანდიოზული ღონისძიება, სადაც მოხდება ქართველი და იტალიელი ტიფოზების მასიური ჩართულობა. ნეაპოლი და მასთან ერთად ქართველი გულშემატკივარი, სულგანაბული ელის დღეს, როდესაცნაპოლი“, 33 წლიანი ლოდინის შემდეგ, ოფიციალურად დასახელდება რიგით მესამე “სკუდეტოს” მფლობელად. ათასობით ქართველი გულშემატკივარი აპირებს ნეაპოლში გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსვლას და ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივი საზეიმო მსვლელობის მოწყობას ქართული და ნეაპოლური დროშებით, ასევე, გრანდიოზული ბანერით, სადაც გავაჟღერებთ ინიციატივას, რომ უახლოეს მომავალში,ნაპოლიმსაქართველოში ჩაატაროს ამხანაგური მატჩი. ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად, გაიმართება მასშტაბური აქცია სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ქართული კულტურა და ქართული ფირმები.

გვაქვს კიდევ ერთი ინიციტივა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებთ. აქ უკვე სპორტის სხვა სახეობაზეა საუბარი და ამ ღონისძიების განხორციელებით, ქართულ-იტალიური კულტურული და სპორტული უერთიერთობები, სულ სხვა ეტაპზე გადავა. 3 და 4 ივნისს ნეაპოლში დიდი ზეიმი იქნება, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი მიიღებს საზეიმო მსვლელობაში და აქციებში მონაწილეობას და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკითხზე, რომ ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიიღოს მონაწილეობა ნეაპოლში, „სკუდეტოსაღსანიშნავად დაგეგმილ გალა კონცერტსა და სხვა ღონისძიებებში.

ავტორი: ლევან ასანიძე

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის, UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მეოთხე ნაკადი დაიწყო
შემდეგი სტატიამართალია ძალიან ბევრს აეწვა, რომ რეალობა გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის ბებია და ბაბუაზე წერს ღიად სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული რომელიმე პლატფორმა – ვოლსკი