სკოპიეს ნატოში შესვლის შესახებ პროტოკოლს 6 თებერვალს მოაწერენ ხელს

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ნატოში შესვლის შესახებ პროტოკოლს ხელს 6 თებერვალს მოაწერენ – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრეს-სამსახურმა 2 თებერვალს გაავრცელა. ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას ორგანიზაციის 29 წევრი ქვეყანა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს, ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში ჩატარდება – “დოიჩე ველე” წერს.
2018 წლის ივნისში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და მისმა მაკედონიელმა კოლეგამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მაკედონიის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკად გადარქმევის შესახებ. 2019 წლის 11 იანვარს შეთანხმება მიიღო მაკედონიის პარლამენტმა, ორი კვირის შემდეგ კი – საბერძნეთის პარალმენტმაც.

banner
წინა სტატიაშირატომ იპარავენ იაპონელი პენსიონერები და რატომ სურთ მათ ციხეში ყოფნა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: მოსკოვის პატრიარქ კირილეს პატრიარქობის ათი წელი და საქართველო