რატომ იპარავენ იაპონელი პენსიონერები და რატომ სურთ მათ ციხეში ყოფნა

უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე იაპონიაში მცირე დანაშაულტა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული მოხუცები იკრიბებიან, 69 წლის ტოსიო ტაკატა ამბობს, რომ ის ციხეში სიღარიბემ მიიყვანა. მას, უბრალოდ, არაფერი აქვს, ციხე კი, სადაც უფასოდ აჭმევენ, მისთვის გამოსავალი გახდა. “პენსიაზე რომ გავედი ფული დამიმთავრდა. თავში აზრად მომივიდა, რა იქნება ციხეში რომ მოვხვდე-მეთქი, სადაც ყველაფერი უფასოა?” – ყვება ტოსიო. “ამიტომ, ავიღე ველოსიპედი, წავედი პოლიციის სამმართველოში და ვთქვი, რომ ის მოვიპარე” – გეგმამ იმუშავა და მაშინ 62 წლის ტოსიოს ველოსიპედის ქურდობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

1997 წელს 20 დანაშაულიდან მხოლოდ ერთს სჩადოდა პენსიონერი, მაგრამ 20 წლის შემდეგ, ყოველი მეხუთე დამნაშავე 65 წელზე მეტი ხნის არის. პენსიონერები ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენენ, მაგრამ ამავე დროს, დანაშაულთა ზრდა ბევრად უსწრებს მოსახლეობის დაბერებას – “ბიბისი” წერს. 2016 წელს 65 წელზე მეტი ასაკის 2,5 ათასი იაპონელი იჯდა ციხეში, მათგან მესამედი მინიმუმ მეხუთედ იჯდა ციხეში.

პენსია, რომელსაც იაპონიაში იღებენ საკმარისია მხოლოდ საცხოვრებელისა და გადასახადებისათვის. ამიტომ, საპენსო ასაკში, ასევე, ძალიან ბევრია სუიციდის შემთხვევები იმ მოხუცებში, რომელთაც ოჯახის წევრები არ ყავთ რომ მოუარონ, ან არ სურთ, რომ ოჯახის წევრებს ტვირთად დააწვნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სარაკეტო შეთანხმებიდან გადის
შემდეგი სტატიასკოპიეს ნატოში შესვლის შესახებ პროტოკოლს 6 თებერვალს მოაწერენ ხელს