დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მოსკოვის პატრიარქ კირილეს პატრიარქობის ათი წელი და საქართველო

მაშ ასე, მოსკოვის პატრიარქ კირილეს პატრიარქობის ათი წელი და საქართველო:

1. აიგო უზარმაზარი რუსული ტაძარი ქ. ცხინვალში, სადაც ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდის (გორბაჩოვი) მიერ წინამძღვრად დადგენილია მღვდელი კოკოითი;

2. ილორის წმ. გიორგის დიდისტორიული ქართული ტაძარი და სამრეკლო წინამძღვარმა, მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმა, კირით გადალესა მთლიანად, ისტორიული ქართული საკტიტორო წარწერები წაშალა, კლასიკური ქართული დარბაზული ტიპის მე-11 საუკუნის ტაძარს დაადგა რუსული ცრუგუმბათი, ასევე ეზოში წამომართა რუსული არქიტეტურის სამლოცველო.

3. მე-7/8 საუკუნის დრანდის საკათედრო ტაძარში ადგილობრივმა წინამძღვარმა გაანადგურა ტაძრის თანადროული უნიკალური სანათლავი და მეტლახის “ჯაკუზი” დადგა.

4. სოხუმის კათედრალში, ლიხნეს (მე-10 ს.), გაგრის, ახ. ათონის წმ. სიმონ კანანელის (მე-10 ს. არ აურიოთ იქვე მეზობლად არსებულ მე-19 საუკუნის მონასტერში) და აფხაზეთის ყველა სხვა მოქმედ ტაძარში (გარდა ახ. ათონის მონასტრისა) აღევლინება კირილეს სახელი. მსახურობს 11 მღვდელი, ერთის გამოკლებით ყველა მოსკოვის საპატრიარქოს ხელდასხმულია.

5. 1943 წლის აღიარების დადგენილებით მოსკოვის პატრიარქმა სერგიმ სომხეთის რესპუბლიკის მართლმადიდებლები და ტერიტორია აღიარა საქართველს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიად. ეს დაფიქსირებულია ასევე 1995 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში (თ.1. პარ. 2, პუნქტი 3). ამასობაში პატრ. კირილემ მოასწრო სომხეთში შეჭრაც და ერევანში წამოჭიმა და გახსნა უზარმაზარი ტაძარი. ასე რომ წინამორბედ პატრ. სერგის გადაწყვეტილბაც ფეხებზე დაიკიდა და საქ. ეკლესიის კანონიკური იურისდიქციაც კიდევ ერთხელ გათელა!

6. პატრ. კირილე რეგულარულად ხვდება, აჯილდოვებს და აქებს აფხაზეთის და ცხინვალის სისხლიანი სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებს. ყოველწლიურად უგზავნის ოფიციალურ მილოცვით წერილებს აფხაზეთის და “სამხ. ოსეთის” “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის” საიუბილეო თარიღების აღსანიშნად.

7. მიუხედავად ამისა, საქართველოში მონები და მსახურები კიდევ მრავლად ჰყავს, სიტყვის შემბრუნებელი კი არა!

8. შესაბამისად შეიძლება ითქვას: კირილე რუსეთის დიდი, უფრო სწორად, უუუდიდესიიი პატრიარქია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშისკოპიეს ნატოში შესვლის შესახებ პროტოკოლს 6 თებერვალს მოაწერენ ხელს
შემდეგი სტატიაკვიპროსის პარლამენტმა ინვესტიციების სანაცვლოდ “ოქროს პასპორტების” გაცემა გაამკაცრა