სკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მოკვლევა არ დაუმთავრებია

130-ე საჯარო სკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოკვლევა ჯერ არ დაუმთავრებია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, ჯერჯერობით მოკვლევა არ დამთავრებულა და დასკვნა არ დაწერილა.
“ჯერჯერობით ველოდებით. მე ვფიქრობ, რომ კვირის დასაწყისში მექნება მონახაზი რა მდგომარეობა იყო იქ”, – განაცხადა სანიკიძემ.
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის, რუსა ამირეჯიბის განცხადებით, 130-ე საჯარო სკოლაში მის შვილს კანის ფერის გამო კლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლებსა და დირექტორს იმ ბავშვისთვის აეხსნათ, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, მის შვილს ” ეცნენ და ატირეს”.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ზუგდიდში ხანძარს და-ძმა ემსხვერპლა