ზუგდიდელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ყოველი წვიმის დროს მათი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული იტბორება და ნადგურდება სახნავ-სათესი მიწები.

“ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს, დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. მდინარე ჯუმზე დამბაა გარღვეული, იქნებ მოგვხედოს ვინმემ”, – აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები.

სტიქია იყო წალენჯიხაშიც. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ასფალტის საფარიც. ადგილზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” რეზოლიციის მიღებას ითხოვს
შემდეგი სტატიასკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მოკვლევა არ დაუმთავრებია