ექსკლუზივი: ზუგდიდში ხანძარს და-ძმა ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, საბეჭვაიოს უბანში უბედური შემთხვევა მოხდა. ხანძრის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლების, ბეჭვაიების სახლი დაიწვა, რომელშიც ხანძრის დროს და–ძმა იმყოფებოდა. როგორც ,,თაიმერის” კორესპონდენტი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს და-ძმა სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ ხანძარიც მათი მიზეზით გაჩნდა.  სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა და-ძმის  გადარჩენა ვერ მოახერხეს. დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გაიღებს.

banner
წინა სტატიაშისკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მოკვლევა არ დაუმთავრებია
შემდეგი სტატია“იმედია, ახლა მაინც არ იქნება ბიუჯეტი ორიენტირებული ჩინოვნიკების კისრების და ღაბაბების დასქელებაზე”