სოფელ კასრისწყალში გველმა მამაკაცს ფეხზე უკბინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში გველმა მამაკაცს ფეხზე უკბინა. ახლობლების ინფორმაციით, 41 წლის შალვა გაწირიძე სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ქვეწარმავალს ფეხი დაადგა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც უკვე კატასტროფის ბრიგადამ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სოფელში, რომელიც რაიონული ცენტრიდან ათეული კილომეტრით არის დაშორებული, წლებია სასწრაფოს ბრიგადის ამოქმედებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისკანდალური აუდიოჩანაწერის სრული ვერსია
შემდეგი სტატიათბილისის მასშტაბით, ყველა ძირითად ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გზა გახსნილია