,,სკანდალური არის ის , რომ ხელისუფლება ამომრჩეველზე ზემოქმედებას სუს-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებით აპირებს”

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ ბლოკის წევრი, აპც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას საუბარში, მისი გვარიც იყო ნახსენები. მეგრელიშვილის თქმით, სკანდალური არის არა ის, რომ კერძო ტელევიზიის ხელმძღვანელს თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა ჰყავს, არამედ ის სიტუაცია, რომ ხელისუფლება ამომრჩეველზე ზემოქმედებას სუს-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებით აპირებს:
„კერძო მედიასაშუალების ხელმძღვანელს და ნებისმიერ კერძო მედიასაშუალებას, აქვს სრული უფლება ქონდეს თავისი პოლიტიკური პრეფერენცია. ამის დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერავინ ვერ აუკრძალავს, როგორც რუსთავი 2-ს აქვს საკუთარი პრეფერენცია და საკუთარი ფავორიტი პოლიტიკური ძალა, ისე სხვა ნებისმიერ საშუალებას შეიძლება ქონდეს. ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, რომ ასეთი სიტუაცია იყოს ქვეყანაში. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხდება უშიშროების სამსახურის საქმე და ბინძური ინტერესის საგანი და ხელისუფლება ამ ფორმით აპირებს საკუთარ ამომრჩევლებთან კომუნიკაციას“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია : წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი 41-ის გარდა
შემდეგი სტატიაგოდერძი თევზაძის მეუღლე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს