ნიკა გვარამია : წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი 41-ის გარდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამომრჩევლებს მოუწოდა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭირონ. მისი განცხადებით, 8 ოქტომბერი არის რეფერენდუმი მისი და „რუსთავი 2“-ის გადასარჩენად.

“როგორც ჩანს, განსაკუთრებით ბოლო თავხედური აქტიდან. 2016 წლის 8 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც ჩვენ ხმა უნდა მივცეთ დემოკრატიის გადარჩენას თავისუფალი მედიის და რუსთავი 2 ის გადარჩენას, უნდა ვუთხრათ არა მოსმენებს, თვალთვალს და ვიდეოგადაღებას და ამის გამოქვეყნებას და ძალიან დიდი მოკრძალებით, მაგრამ ჩემი პერსონალური ნაწილიც უნდა გითხრათ. მე ვარ ადამიანი ვისაც 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებენ, იღებენ, აშანტაჟებენ, ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებიან და დიახ, ეს იქნება რეფერენდუმი მათ შორის რიგითი ნიკა გვარამიას გადასარჩენადაც. 2006 წლის 8 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, სადაც ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ყველაფერ ამის შემოქმედს- “ქართულ ოცნებას”. წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი 41-ის გარდა”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი 2″-ის გენარალურმა დირექტორმა ბრიფინგი მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონი საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით გამართა.

ინტერნეტსივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. საუბრის დროს ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს საყვედურობს, რომ „გირჩის“ წევრები ღიად საუბრობენ „ქართულ ოცნებასთნ“ თანამშრომლობაზე, რაც მისთვის მიუღებელია.

„ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის”, ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა – აბა, რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო. ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა. ივანიშვილთან ყოფნა, ვისაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად „ახევას “ უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმ ადამიანებთან ერთად მე არა მაქვს გზა, ეს უკვე ჩემი არჩევანია“,-აცხადებს ნიკა გვარამია.

პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას საქმის ვითარებაში გარკვევას პირდება და ამბობს, რომ „მსგავსი არაფერი არ ხდება“.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი : სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს, თუ ჩემთან შეხვედრაზე გამოვლენ, გზას აღარ დააგებენ
შემდეგი სტატია,,სკანდალური არის ის , რომ ხელისუფლება ამომრჩეველზე ზემოქმედებას სუს-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებით აპირებს”