გოდერძი თევზაძის მეუღლე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მეუღლის ირმა ბოლოთაშვილის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს, – ამის შესახებ ირმა ბოლოთაშვილმა პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც დაკავებულის მეუღლე აცხადებს, გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა და საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

“გადავწყვიტე პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო და შიმშილობა ჯერ პროკურატურასთან დავიწყო და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გავაგრძელო”, – განაცხადა ირმა ბოლოთაშვილმა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ამ დროისთვის დემური სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის ახლობლებმა დღეს აქცია გამართეს.

banner
წინა სტატიაში,,სკანდალური არის ის , რომ ხელისუფლება ამომრჩეველზე ზემოქმედებას სუს-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებით აპირებს”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია : ჩემს საყვარელ პოლიტიკოსს შალვა ნათელაშვილსაც ვესაუბრები