სკანდალი თეთრ სახლში: ტრამპმა სკარამუჩი მოხსნა

თეთრ სახლში საკანდალური საკადრო პოლიტიკა გრძელდება.
12-ოდე დღის უკან, თეთრი სახლის პრეს-მდივნის თანამდებობა შონ სპაისერმა დატოვა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ენტონი სკარამუჩის დანიშვნის სურვილს დაუკავშირა. სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპს სკარამუჩის დანიშვნა სურდა მის უშუალო ხელმძღვანელად, რასაც ვერ შეეგუებოდა. მიუხედავად პრესმდივნის ხმაურიანი გადადგომისა, დონალდ ტრამპმა ენტონი სკარამუჩი მაინც დანიშნა კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელად.
სკარამუჩიმ, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციაში ნუშაობის დაუოკებელი სურვილის გამო საკუთარი მეუღლე რამდენიმე დღის უკან დაშორდა, სულ რაღაც ათიოდ დღეში თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არეულობის შეტანა და რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურასთან წაჩხუბება უკვე მოასწრო…
The New York Times-ის ცნობით, ენტონი სკარამუჩიმ ინტერვიუს დროს თეთღი სახლის მთავარი სტრატეგი სტივ ბენონე და ტრამპის აპარატის უფროსი რაინს პრიბუსი სალანძღავი სიტყვებით მოიხსენია… სკარამუჩიმ პრიბუსს ,,შიზოფრენიკი,, უწოდა, ხოლო ბენონე ტრამპის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
როგორც ამერიკული გამოცემა სამ სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, ტრამპმა 10 დღით ადრე დანიშნული ენტონი სკარამუჩის გადაყენების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსსთან შეხვედრაზე “თბილისი მარიოტში” 2 პარტია მიწვეული არ არის
შემდეგი სტატია„ჩაკრულო“ გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ოფიციალურ ვახშამზე