სირსკი: ბახმუტში კონტრშეტევაზე გადავედით და მტერს პოზიციები დავათმობინეთ

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მტერმა ბრძოლაში ჩართო ვაგნერის ახალი მოიერიშე ჯგუფები და სხვა კერძო კომპანიების მებრძოლები, მედესანტეები, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ ბახმუტის აღებას.

სირსკის თქმით, ბახმუტის ზოგიერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით ახორციელებენ კონტრშეტევას.

“ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება. მტერმა მრავალი შეტევა განახორციელა, ცდილობდა გაერღვია ჩვენი პოზიციების დაცვა რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, ქალაქის დამცველთა გამძლეობისა და გამბედაობის წყალობით, მტრის ქმედებები ჩაიშალა.
ბახმუტში კონტრშეტევაზე გადავედით და მტერს პოზიციები დავათმობინეთ,- თქვა სირსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბახმუტში ოკუპანტებთან ბრძოლაში ამერიკელი მოხალისე კუპერ ენდრიუსი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპავლოგრადის დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია