მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა სირიის პროვინცია იდლიბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ავიადარტყმებისას – ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
ასევე, აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.