სირცხვილია, ტურიზმი ტურიზმიო გაიძახით და გაოხრებულია იქაურობა – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სარკინიგზო სადგურები გაოხრებულია და მას ყურადღება უნდა მიაქციონ.

„ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ეს თბილისის სარკინიგზო სადგური ეგეთი ჩაოხრებული როდემდე უნდა იყოს? ან ბაქნები რას ჰგავს, ან ბაქნებს შორის გადასასვლელები? რა ჯანდაბაა ეს? მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი. სირცხვილია, ტურიზმი ტურიზმიო გაიძახით და გაოხრებულია იქაურობა. „საქართველოს რკინიგზას“ ნეტავ არ აწუხებს რაც იქ ხდება და რასაც ჰგავს იქაურობა?“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან – ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის მთავრობა 2,5 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს