დიდი ბრიტანეთის მთავრობა 2,5 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი, 2,5 მილიონი ფუნტის დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი უკრაინის გენერალური პროკურატურის დასახმარებლად იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისათვის, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის ფაქტები გამოიძიონ.

“რუსული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულების მტკიცებულებები და პირველადი ანგარიშები რაც მე გადარჩენილებისგან მოვისმინე, სამუდამოდ ჩემთან დარჩება, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერია გადაწყვეტილება, რომ ამ სისასტიკეს უპასუხონ. მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფოს ექსპერტიზა და დაფინანსება გენერალურ პროკურატურას ამ დანაშაულების გამოაშკარავებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაში დაეხმარება”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა საიმონსმა.

banner
წინა სტატიაშისირცხვილია, ტურიზმი ტურიზმიო გაიძახით და გაოხრებულია იქაურობა – ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა