ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან – ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

“ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცას დაბომბვას.

ზელენსკიმ ჰააგაში, ომის დანაშაულების კონფერენციაზე, დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო და ამ საკითხზე სწორედ იქ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

რუსული რაკეტები დღეს დილით ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა. ეს ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქია. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა. დაინგრა სახლები, სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს რუსული ტერორის აქტია. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტიდან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისაქართველო არის უკვე გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ევროკავშირი სწორედ ამ კონტექსტში შეაფასებს ქვეყანას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია – ბოჭორიშვილი
შემდეგი სტატიასირცხვილია, ტურიზმი ტურიზმიო გაიძახით და გაოხრებულია იქაურობა – ალეკო ელისაშვილი