სიმართლე “სტრადივარიუსის” ვიოლინოზე

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქალბატონ ნინო მამუკელაშვილმა სკანდალური სტატუსი, რომელიც „თაიმერმა“ საკუთრ ვებ-გვერდზე განათავსა სათაურით -„ნიკარუ რუამ მარინე იაშვილს “სტრადივარიუსის” ვიოლინო მოპარა?!“ აღნიშნულ მასალას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რედაქციას თავად ნიკა რურუაც დაუკავშირდა და ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნინო მამუკელაშვილმა გაავრცელა. ნინო მამუკელაშვილის სტატუსს გამოეხმაურა მარინე იაშვილის და ქალბატონი ირინე იაშვილი, რომლისთვისაც დღემდე უცნობი იყო თუ სად გაქრა დის ვიოლინო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ცნობილ მუსიკოს. ფაქტიურად ირინე იაშვილმა დაადასტურა ვიოლინოს გაქრობის ისტორია.

სტრადივარიუსის ვიოლინო ეკუთვნოდა კონსტანტინ მოსტრასს – ცნობილ საბჭოთა მევიოლინესა და პედაგოგს. მას ძალიან ბევრი ცნობილი მოსწავლე ყავდა, მაგრამ ყველაზე მეტად მარინა იაშვილს აფასებდა. “სტილის მაღალგანვითარებული გრძნობა აქვს, ღირსეული მუსიკალური გემოვნება, ნამდვილი ვირტუოზია… თვითგანვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს” – წერდა მოსტრასი მარინა იაშვილზე, რომელსაც მან საკუთარი სტრადივარის ვიოლინო გადასცა. ვიოლინო საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას იმ პირობით გადაეცა, რომ მასზე მხოლოდ მარინა იაშვილი დაუკრავდა. მარინა იაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსიის ლაურეატი და მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე იყო.

“თაიმერის” მასალას ნიკა რურუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
“ეს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ვიოლინო სახელმწიფოს დაუბრუნდა არტისტის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითხოვს, და დღეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მფლობელობაშია, ვინც ვალდებულია ის საქართველოში დააბრუნოს”-წერდა ნიკა რურუა.

„თაიმერმა“ კი შეცდომა დაუშვა, როცა მასალას ზემოხსენებული სათაური გაუკეთა და ამის გამო ბატონ ნიკა რურუას ბოდიშს უხდის. სხვა მხრივ რედაქცია ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და მხარეებს დავა შეუძლიათ, სასამართლოში გააგრძელონ.

ჩვენ აქვე გთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განმარტებას, რომელიც „თაიმერს“ უწყებიდან ექსკლუზიურად მოაწოდეს:

„სტრადივარიუსი“ ვიოლინო ეტიკეტით: Antonius Stradiuarius Cremonenfis Faciebat anno 17…” წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას, მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი. ინსტრუმენტით წლების განმავლობაში სარგებლობდა ქ. მოსკოვში მცხოვრები ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი. მარინა იაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2012 წლის 17 ივლისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ვიოლინო, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, (მარინე იაშვილის ნათესავის, ცნობილი ქართველი მომღერლის ბადრი მაისურაძის მიერ) გადაეცა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას, სადაც დღემდე ინახება. მიმდინარეობს მუშაობა ვიოლინოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გადაცემის საკითხზე”,-აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება”
შემდეგი სტატიახელისუფლება ბორჯომის საკრებულოს დაშლას ცდილობს