ხელისუფლება ბორჯომის საკრებულოს დაშლას ცდილობს

ბორჯომის საკრებულოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სხვა ოპოზიციურმა წევრებმა ინფორმაციული შეხვედრა გამართეს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიულ წევრებთან.
,,პატრიოტთა ალიანსის“ და საკრებულოს თავმჯდომაის სზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, ხელისუფლებას ძალადობრივი მეთოდებით სურს ქვეყანაში ერთადერთი ოპოციური საკრებულოს დაშლა. ჩაჩანიძის თქმით. მათ დიპლომატებს საკრებულოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. მისივე თქმით, ის მზად არის ბორჯომის მერთან კონსულტაციები გამართოს. თუმცა ეს კონსულტაციები გონივრულობის ფარგლებში უნდა გაიმართოს. საკრებულოში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ძალის გამოყენებით და ზეწოლით საკრებულოს მუშობაში კრიზისის შექმნას და ამ გზით შეეცადოს საკრებულოს დაშლას. შეხვედრის შემდეგ დიპლომატესბ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბორჯომის საკრებულოში კრიზისი მას შედეგ დაიწყო რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მუნიციპალიტეტის მერიას ხელფასების მომატებაზე უარი განუცხადა. ბორჯომში საკრებულოში დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. პროტესტის ნიშნად მერმა მერიის თანამშრომლებმა და ქართულო ოცნების აქტივისტებმა საპროტესტო აქციაც ჩაატარეს. მერია რამდენიმა დღით გაფიცული იყო. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის ჩატარება საკრებულოს სხდომა.

banner
წინა სტატიაშისიმართლე “სტრადივარიუსის” ვიოლინოზე
შემდეგი სტატიასაქართველოში 15 000 ქალი ფეხმძიმობის დროს უცემიათ