,,ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება”

ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

“ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამიტომ, ამ მიმართულებით მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა დღეს კონსულტაციების პირველი რაუნდი და შეხვედრა უმრავლესობასთან. ვფიქრობ, მათი მხრიდანაც განწყობა შესაბამისია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას. კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთანაც. ტატუნაშვილის მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები არ არის პარტიული თემა, ეს არის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს”,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ ტექსტზე საუბარი ნაადრევია, რადგან ახლახან დაიწყო საუბარი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის თუ როგორი ფორმა შეიძლება ჰქონდეს ერთიან დოკუმენტს.

“ჩვენ მზად ვართ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის ტექსტი, მაგრამ აუცილებლად გვეჩვენება ამ ტექსტს დაემატოს სანქციების და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ელემენტი. ამ ფარგლებში დავიწყეთ კონსულტაციები. საბოლოო ტექსტი შედგება თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”,- აღნიშნა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონებში ვხედავთ
შემდეგი სტატიასიმართლე “სტრადივარიუსის” ვიოლინოზე