სიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა – ხერხეულიძე

სიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა – ენმ-ს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში მიმდინარე დებატებისას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლო 30 წლიანი ისტორია გაიხსენა, პირადად მისი მონაწილეობით და გაიხსენა ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნაბიჯი, და პოლიტიკურ შურისძიებაზე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, უარი თქვა:

ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ის ხომ არა ვინც საერთოდ ევროკავშირზე დაიწყო საუბარი საქართველოში და ყველა კარს ანგრევდა, სადაც შესაძლებელი იყო მისი სტატუსით მისულიყო და ეთქვა, რომ ჩემი ქვეყანა დიახ იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და მიმიღეთ როგორც სრულფასოვანი წევრი, მაღიარეთ როგორც სრულფასოვან წევრო მთელი სამყაროსი და მე არც ერთ შემთხვევაში არ დავყაბულდები იმ სტატუსს, რომ წარმოვადგენ პატარა ქვეყანას. ეს შეძლო იმ დიდმა კაცმა, რომელიც დღეს პალატაში სიკვდილს ებრძვის, სხვათა შორის, ესეც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელმაც თავად ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა და ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც დღესაც აქტუალური ბრძანდებიან ქართულ პოლიტ-ელიტაში. აი ამ ადამიანს ვსჯით სიკვდილით. ადამიანს, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, რომელმაც ასწავლა მთელ საქართველოს ევროპული ღირებულებები და თქვა, რომ ევროკავშირი გახლავთ ის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს” თქვა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძემ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზეც ისაუბრა და “ოცნებას” მიმართა, რომ რეალურად მათ კარგად იციან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ბრალი გამოგონილია – “ციხეში გამოკეტეთ მისთვის, რომ ინტელექტუალურ კონკურენციაში მასთან ვერ შეხვიდოდით და ლაგამის ამოდება ბევრად ადვილი იქნებოდა მასთან ბრძოლაში… თავისუფლება მიშას, თავისუფლება ნიკას, თავისუფლება საქართველოს მომავალს, რომლის ბუნებრივი ადგილიც გახლავთ ევროპაში და ეს არის შეუქცევადი პროცესი…” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ

banner
წინა სტატიაშიდაუყოვნებლივ დავანებოთ თავი ხან პატარკაცობებს, ხან რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ვიცხოვროთ ორი კვირა – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიანიკასთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ხელისუფლებამ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა – ლილუაშვილი