ნიკასთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ხელისუფლებამ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა – ლილუაშვილი

პოლიტიკური პატიმრობის მე-10 დღეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა პირველად მოინახულა.

პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ნიკა გვარამია თავს კარგად და მხნედ გრძნობს.

“დღეს პირველად შევხვდი და ამ შეხვედრამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ნიკას მიმართ გამოტანილი განაჩენი ხელისუფლებამ ნამდვილად თავის თავს გამოუტანა. მე თუ კიდევ რამე გამაოცებდა არ მეგონა, მაგრამ არის ძალიან მხნედ და ძალიან კარგად”,- თქვა სოფო ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა – ხერხეულიძე
შემდეგი სტატიაყველამ უნდა მოვინდომოთ, როგორც ჩვენი წინაპრების თავგანწირვის, ასევე ჩვენი შვილების მომავლის და პერსპექტივის გამო, რომ ევროპული შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ – ელისაშვილი