სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადებს  60 წლამდე მამაკაცი და მისი რძალი დილით რთველში მიდოდნენ, რა დროსაც მათ მტაცებელი დაესხათ თავს. ისინი წნორის კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში შემოსავლის სახით მხოლოდ 40 ლარი მიიღო