რუსეთში საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში დააკავეს, საერთო ჯამში კი, მთელი რუსეთის მასშტაბით სულ მცირე 1018 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

რეფორმის პროექტის თანახმად, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლამდე, კაცებისთვის კი – 65 წლამდე გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს იპოვეს
შემდეგი სტატიასიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა