სიეტლში რუსეთის საკონსულოდან ამერიკელები რუსებს ყრიან

ამერიკის მთავრობამ სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოში შეჭრა დაიწყო – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა. “იშვიათი სანახაობაა – სახელმწიფოს რეიდული შეჭრა” -წერს ზახაროვა.
აშშ-ში რუსეთის ფედერაციის კონსულის მოადგილემ ნიკალაი პუკალოვმა მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსული მხარის შეფასებით, ამერიკელებმა “დაარღვიეს ყველა დიპლომატიური და საკონსულო კონვენციები, ასევე, აშშ-ს კანონმდებლობა, რომელიც კერძო საკუთრებას იცავს”.

მარტში აშშ-ს ადმინისტრაციამ, ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის გამო, რუსეთის სანქციების ფარგლებში, აშშ-ში რუსეთის საკონსულო დახურა. რუს დიპლომატებს შენობა 24 აპრილამდე უნდა დაეცალათ.

banner
წინა სტატიაშითაყვანისმცელლებმა ჯონ ტრავოლტა ვერ იცნეს
შემდეგი სტატიაჩინეთში 1,3 ტონა კოკაინი იპოვეს