სიეტლის აეროპორტის თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა

აშშ-ს სიეტლ-ტაკომას საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისი გადადეს მას შემდეგ, რაც სამგზავრო თვითმფრინავი ნებართვის გარეშე აფრინდა. თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. 29 წლის აეროპორტის თანამშრომელი “არასანქცირებულად აფრინდა”.

წინასწარი მონაცემებით, მოგვიანებით თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. გამტაცებლის ვინაობასა და ბედზე არაფერი ვრცელდება – “ბიბისი” წერს.

პოლიცია ამბობს, რომ ინციდენტი ტერორიზმთან არ ყოფილა კავშირში, გამტაცებელი კი ადგილობრივი იყო.
Газета Seattle Times-ის ინფორმაციით, აფრენის შემდეგ დისპეჩერები გამტაცებელს არწმუნებდნენ დაშვებულიყო. მისი ხმა იყო უდარდელი და აღტკინებული.
მიმდინარე მომენტში აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება