ერმაკი – შვეიცარიაში, “მშვიდობის სამიტზე”, 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, რუსეთი – არა

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში “მშვიდობის სამიტზე” 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, ხოლო რუსეთი – არა.

“პირველი საინაუგურაციო სამიტი უახლოეს მომავალში შვეიცარიაში გაიმართება. დღეისთვის მოწვევები მომზადდა და გაიგზავნება 160-ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო ღონისძიება. პირველი სამიტის მიზანი უნდა იყოს დაფიქსირება… რაზეც ამ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით ელჩების, მრჩევლების დონეზე”, – განაცხდა ერმაკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ისინი ამუშავებენ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება იყოს ამ შეხვედრის შედეგი.

banner
წინა სტატიაში“პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია” – მეუფე გიორგის სკანდალური აღიარება
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება